„პირბადის ტარების მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდის შემთხვევაში, ევროპაში კარანტინის ხელახლა გამოცხადება აღარ იქნება საჭირო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა.
ჰანს კლუგეს თქმით, ევროპა კიდევ ერთხელ არის პანდემიის ეპიცენტრი, აშშ-თან ერთად. მისი პროგნოზით, ევროპას წინ კიდევ რთული ექვსი თვე ელის. ევროპაში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 29 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ჰანს კლუგეს თქმით, ევროპაში კორონავირუსისგან ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება.