logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1 360 000-ს გადააჭარბა
- +

20 ნოემბერი. 2020. 10:53

 

 

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1 360 000-ს გადააჭარბა. გლობალური პანდემიის დრო ახალი ტიპის კორონავირუსით 57 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან თითქმის 40 მილიონი გამოჯანმრთელდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის ეპიცენტრი ახლა ევროპაა, სადაც ვირუსი ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს. საფრანგეთში ბოლო 24 საათში ვირუსით 429 ადამიანი დაიღუპა, იტალიაში ამავე პერიოდში კორონავირუსს 653 პაციენტი შეეწირა. ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდაა პოლონეთში, სადაც ბოლო დღე-ღამეში ვირუსით 23 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომდევნო ექვსი თვე რთული იქნება და მოუწოდებენ, ატარონ პირბადე.

 

რთული ვითარებაა აშშ-იც, სადაც ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 250 ათასს ასცდა. სპეციალისტებმა მოუწოდეს მოქალაქეებს, მადლიერების დღეს მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, რათა ვირუსი კიდევ უფრო არ გავრცელდეს. კალიფორნიის შტატში კი ამ უქმეებიდან ღამის კომენდანტის საათი ამოქმედდება.

 

ამასთან, აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 23 ადამიანი ემსხვერპლა. დაინფიცირდა 2500-ზე მეტი. თურქეთში 24 საათში ვირუსი კიდევ 4215 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 123 პაციენტი. რთული ვითარება რჩება რუსეთში, სადაც ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner