-
+
20 ნოემბერი. 2020. 11:01
ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად ჯო ბაიდენმა 12 284 ხმით გაიმარჯვა.
როგორც ჯორჯიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა, ბრედ რაფენსპერგერმა განაცხადა, შტატის ისტორიაში პირველმა აუდიტმა გამარჯვებულის ვინაობა დაადასტურა.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტების მოთხოვნით, ბიულეტენები სულ 159 ოლქში გადათვალეს. შედეგად ტრამპმა 2 462 857 ხმა მიიღო, ხოლო ბაიდენმა - 2 475 141.
თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, მცირე სხვაობა აძლევს საშუალებას ტრამპის იურისტებს, კიდევ ერთხელ მოითხოვონ ხმების გადათვალა, თუმცა, ამჯერად სკანერების გამოყენებით.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. თავდაპირველად ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპი ლიდერობდა. 6 ნოემბერს კი, მას ბაიდენმა აჯობა.
ამერიკულმა მედიამ არჩევნების გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი დაასახელა. დონალდ ტრამპი მარცხს არ აღიარებს და არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს.
წყარო :