logo_geo
eng_logo
„პოლიტიკო“: დონალდ ტრამპის რძალი სენატორად კენჭისყრას გეგმავს
- +

20 ნოემბერი. 2020. 11:13

 

 

დონალდ ტრამპის რძალი სენატორად კენჭისყრას აპირებს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

 

ანონიმური წყაროს ცნობით, ლარა ტრამპი 2022 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში იყრის კენჭს. ამ შტატიდან კონგრესის ზედა პალატაში ამჟამად რიჩარდ ბარი მუშაობს. ის 15 წელია სენატორია და 2022 წელს კენჭისყრას არ აპირებს.

 

დონალდ ტრამპის შვილის, ერიკის 38 წლის მეუღლე ჩრდილოეთ კაროლინაშია დაბადებული. ამჟამად ის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში მრჩევლის პოსტს იკავებს.

 

მანამდე, ლარა ტრამპი ცნობილი ტელეშოუს პროდიუსერი, ასევე მწვრთნელი და შეფ-მზარეულიც იყო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner