-
+
20 ნოემბერი. 2020. 11:29
სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, პატრიარქი ირინეუსი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც Reuters წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ გიცნობდით. ისეთი დიდი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ, არასდროს ეძლევიან დავიწყებას“, - წერს სერბეთის ლიდერი Instagram-ის გვერდზე.
90 წლის პატრიარქი ინფექციურ კლინიკაში 4 ნოემბერს გადაიყვანეს. 15 ნოემბერს მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
წყარო :