პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აჰმედ ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება.
„მხოლოდ სასამართლოა საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. სასამართლოს შეუძლია, თუ მტკიცებულებების კუთხით არსებობს რაიმე სხვა სტანდარტი, სხვა რეალობა, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის პოზიცია. სასამართლოს გადაწყვეტილებებში ჩვენ არ ვერევით. შიდა სამზარეულო ამ საკითხზე არ ვიცი, უფრო უკეთ იცის ეს თეა წულუკიანმა და ამიტომ საუბრობს ის უფრო კონკრეტულად ამ თემაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ თემაზე არც თეა წულუკიანს და არც პროკურატურას არ მიუღიათ, ეს მიიღო სასამართლომ. ჩატაევის გათავისუფლება მოხდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ კოტე კუბლაშვილი იყო სასამართლოს თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული", განაცხადა ეკა ბესელიამ.