logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ამ ამბავზე გული მიკვდება... როგორი სისასტიკით მოკლეს...
- +

20 ნოემბერი. 2020. 11:41

 

„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს წამებით მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის შესახებ, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ ამბავზე გული მიკვდება... როგორი სისასტიკით მოკლეს ჯერ, ნაწამები სხეული დაახვედრეს ოჯახს მორგში და ბოლოს ათასი სისაძაგლე დააბრალეს ამ საწყალ კაცს... ხან აგენტი ეძახეს, ხან ვითომ ნარკოტიკების მომხმარებელი. როგორც იცოდნენ, მოკვლა არ იყო საკმარისი, მერე უნდა ლაფში ამოესვარათ აუცილებლად...“ - წერს დაჩი ცაგურია.

 

შეგახსენებთ, 2020 წლის 19 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა.

 

საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტს. მომჩივანის დავა ევროპული შეეხებოდა 2008 წელს მისი მეუღლის წამებით მოკვლას სამართალდამავი ორგანოების მიერ და აღნიშნული ფაქტის არაეფექტურ გამოძიებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner