კახეთის რეგიონში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინციფირებულთა საერთო რაოდენობა 2, 273-მდე გაიზარდა.
დღევანდელი ეპიდსტატისტიკა რვა მუნიციპალიტეტის მიხედვით ასე გამოიყურება: ახმეტა - 3, თელავი - 10, ყვარელი - 6, გურჯაანი - 43, ლაგოდეხი - 19, სიღნაღი - 5, დედოფლისწყარო - 3 და საგარეჯო - 15.
ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში რჩება 2 028 ადამიანი, რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო სივრცეში კი 74 მოქალაქე. ჯამში 518 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 96 860 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77 932-ს შეადგენს. გარდაიცვალა 894 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.