-
+
20 ნოემბერი. 2020. 11:56
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, რაიმუნდას კარობლისისგან ვირუსი გადაედო პენტაგონის მაღალჩინოსანს, ენტონი ტატას, რომელიც ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს რამდენიმე დღის წინ შეხვდა.
მომხდარის გამო პენტაგონში „კოვიდ-19“-ის ტესტი კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს ჩაუტარდა, მათ შორის იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი კრის მილერიც.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მილერს კარანტინის გავლა არ უწევს. შესაბამისი რეკომენდაცია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასცა,
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს „კოვიდ-19“-ის შემთხვევის დაფიქსირების გამო, კარანტინის გავლა აშშ-ის შეირაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყველა თანამშრომელს მოუწია.
წყარო :