აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 187 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
-
+
20 ნოემბერი. 2020. 12:17
აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 187 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნისთვის ეს რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში ვირუსს 2 1015 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 252 535 ლეტალური შემთხვევა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 11 715 316-ს აღწევს.
წყარო :