დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ვირტუალურ ფორუმზე შეხვდებიან
-
+
20 ნოემბერი. 2020. 12:23
დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ვირტუალურ ფორუმზე შეხვდებიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების ლიდერები შეხვედრაზე „კოვიდ-19“-ის პანდემიას, გლობალური ეკონომიკის მომავალსა და ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებებს განიხილავენ.
„როიტერი“ წერს, რომ 2018 წლის სამიტზე აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების თაობაზე საწინააღმდეგო შეხედულებების გამო ქვეყნების ლიდერებმა სამიტის ისტორიაში პირველად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
2020 წლის შეხვედრაზე საერთო კომუნიკეს გარდა, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნები ბლოკის 2020 წლის ხედვაზეც შეთანხმდებიან.
წყარო :