logo_geo
eng_logo
„ბიბისის“ ინფორმაციით, სამხრეთ ავსტრალიის შტატში საყოველთაო კარანტინი პიცერიის თანამშრომლის ტყუილის გამო დააწესეს
- +

20 ნოემბერი. 2020. 12:25

 

 

სამხრეთ ავსტრალიის შტატში საყოველთაო კარანტინი პიცერიის თანამშრომლის ტყუილის გამო დააწესეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მკაცრი კარანტინი 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სამხრეთ ავსტრალიის შტატში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

თუმცა, როგროც „ბიბისი“ წერს, კარანტინის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა პიცერიის თანამშრომლის ტყუილი, რომელმაც დამალა, რომ პიცერიის მაღაზიაში რამდენიმე მორიგების დროს იმუშავა.

 

მან ხელისუფლებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და უთხრა, რომ უბრალოდ მომხმარებელი იყო.

 

ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა მამაკაცს სისხლისსამართლებრივი დევნა არ ემუქრება, რადგან ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner