სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხელისუფლებას თავდაცვის მინისტრად ვაგარშაკ ჰარუთიანიანის დანიშვნა სურს, რომელიც ახლა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველის პოსტს იკავებს.
„ჩვენი ინფორმაციით, ტონოიანს ამ თანამდებობაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვაგარშაკ ჰარუთიანიანი შეცვლის, რომელიც 1999-2000 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო“, - ნათქვამია სომხურ მედიაში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სომხეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. სომხეთის საგარეო საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელებმა - ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და ფელიქს წოლაკიანმა თანამდებობა უკვე დატოვეს.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის შემადგენლობის 80%-ის შეცვლის შესახებ განცხადება გააკეთა.