გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენში დანით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს თავს დაესხა. დაჭრილია რამდენიმე პირი, თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ dw.com იუწყება.
დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპაში ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ყველაზე მასშტაბური ტერაქტები პარიზში, ნიცაში და ვენაში მოხდა. ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.