logo_geo
eng_logo
ბელარუსში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იმ ექიმის წინააღმდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე პოლიციის ძალადობის გამო გარდაიცვალა
- +

20 ნოემბერი. 2020. 13:24

 

ბელარუსში საპროტესტო აქციის გარდაცვლილი მონაწილის ექიმის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

როგორც მინსკის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, ექიმის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დიაგნოზის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ქვეყანაში დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფრა.

 

ექიმმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ რომან ბონდარენკო პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

 

მინსკში საპროტესტო აქციებზე პოლიციის მიერ ნაცემი მოქალაქე რომან ბონდარენკო 13 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

ბონდარენკო მინსკის საავადმყოფოში პოლიციიდან გადაიყვანეს, მას თავის ტვინის ტრავმა და სხვა დაზიანებები აღენიშნებოდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner