logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: გვაქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის საშუალებას არც ჩვენს თავს მივცემთ და არც სხვას დავანებებთ
- +

1 ივლისი. 2016. 18:49


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით, სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე მოლაპარაკებებს უკავშირდება, უპასუხა, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს.


„ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით მოძრაობის აღდგენაზე სერიოზული მსჯელობა, სადღეისოდ, არამართებულია. აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით ლაპარაკიც არ არის, რადგან შესაბამისი წინაპირობები არ შექმნილა. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის საშუალებას არც ჩვენს თავს მივცემთ და არც სხვას დავანებებთ", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner