logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი ევროპის საბჭოს: რატომ დუმხართ?
- +

20 ნოემბერი. 2020. 13:45

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დამარცხებულ დიქტატორს უწოდებს. ევროპის საბჭოს კი, დუმილისთვის საყვედურობს.

 

„ის დამარცხებული დიქტატორია, საზიზღარი დიქტატორი. რატომ არ ამოიღე ხმა? სად არის თქვენი დემოკრატია, თქვენი ადამიანის უფლებები? არის პასუხი? არა, ეს არ იქნება“, - აცხადებს ილჰამ ალიევი.

 

მისი თქმით, ევროპარლამენტმა 10-ზე მეტი ყალბი რეზოლუცია მიიღო აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

 

„რატომ ხარ ჩუმად, ევროპარლამენტარო? თქვენ თავს დემოკრატიის ცენტრად თვლით მსოფლიოში. გააკეთე განცხადება, დაგმე ის. მსოფლიოს თვალში დიქტატორი ანგრევს ყოველგვარ წინააღმდეგობას. მან კაცი მოკლა. რატომ არ ამოიღებ ხმას? არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეგულარულად აწარმოებენ ჩვენს წინააღმდეგ კამპანიას, რატომ დუმხართ, რატომ არ საუბრობთ?

 

კასეტური და ფოსფორის ბომბებით დაგვარტყეს, დიდი ქვეყნები, რომლებმაც თავი ევროპელ ლიდერებად აქციეს, რატომ დუმხართ?“ - აცხადებს ილჰამ ალიევი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner