logo_geo
eng_logo
კორონავირუსი ყველაზე მეტად გადამდები სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაშია - ახალი კვლევა
- +

20 ნოემბერი. 2020. 13:56

 

ახალი კვლევის მიხედვით, „კოვიდ-19“ სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტად გადამდებია. ახალი კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალ „ლანსეტში“ გამოქვეყნდა.

 

„ევრონიუსი“ წერს, რომ აღნიშნული კვლევა დაინფიცირებული პირების ადრეულ ეტაპზევე იზოლაციის მნიშვენლობას ცხადყოფს.

 

„ჩვენი მიგნებები ესადაგება კონტაქტების მოძიების შესახებ ჩატარებულ კვლევებს, რომელთა მიხედვითაც ვირუსის გადადების შემთხვევების უმრავლეოსობა ადრევე ხდება, განსაკუთრებით კი სიმპოტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში. ეს სიმპოტემების გამოვლენისთანავე თვითიზოლაციის აუცილებლობაზე მიგვითითებს“, – აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი, ექიმი მიუგ სევიკი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner