logo_geo
eng_logo
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გმობს
- +

20 ნოემბერი. 2020. 14:27

 

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს თავდასხმებს საქართველოს არჩევნებში საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელზე“, – ამის შესახებ განცხადებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი ავრცელებს.

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური წარმომადგენლები ახორციელებენ უსაფუძვლო თავდასხმებს საქართველოს არჩევნებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის თავმჯდომარის პირადი მიუკერძოებლობის წინააღმდეგ“, – აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი.

 

„მისი განცხადებები, რომლებიც ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას, გაკეთდა არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივად. მართალია, ყველას აქვს უფლება, არ დაეთანხმოს მათ მიგნებებსა და დასკვნებს, დაუშვებელია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიუკერძოებლობის კითხვის ქვეშ დაყენება.

 

შესაბამისად, მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავშეკავებისკენ“, – განაცხადა რიკ დაემსმა.

 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საბარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტინი კოქსი გააკრიტიკა და მას „რუსეთის აგენტი“ უწოდა. მოგვიანებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ევროპელი დიპლომატი რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner