logo_geo
eng_logo
BBC: მაკრონი საფრანგეთში მოღვაწე მუსულმანებს ულტიმატუმს უყენებს
- +

20 ნოემბერი. 2020. 14:42

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მუსულმანთა საბჭოს (CFCM) წევრებს 15-დღიან ვადაში რესპუბლიკური ფასეულობების ქარტიის მიღება შესთავაზა, რომელიც რელიგიის და სახელმწიფოს მკაცრ გამიჯვნას ითვალისწინებს. ეს ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ საფრანგეთის მთავრობის მერ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. ამის შესახებ BBC იუწყება. 

 

საფრანგეთის მუსულმანი ლიდერები დათანხმდნენ მაკრონის წინადადებას იმამების ნაციონალური საბჭოს შექმნის შესახებ, რომელმაც რელიგიური საქმიანობისთვის სპეციალური აკრედიტაცია უნდა მიიღოს. დარღვევის შემთხვევაში აკრედიტაცია შეიძლება გაუქმდეს.

 

ქარტიაში აღნიშნულია, რომ ისლამი რელიგიაა და არა პოლიტიკური მოძრაობა. მასში ასევე აღნიშნულია, რომ მუსულმანური გაერთიანებების საქმიანობაში უცხოური ძალების ჩარევა დაუშვებელია.

 

პრეზიდენტმა მაკრონმა და საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერალდ დარმაენენმა ეს საკითხები CFCM-ის ლიდერებთან ელისეის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

 

ასევე მაკრონმა ისლამურ სეპარატიზმთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში სხვა ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

სახელმწიფო მოხელეებისთვის რელიგიური მოსაზრებით ამოფარებულ მუქარაზე უფრო მკაცრი სასჯელი იქნება დაწესებული, აიკრძალება სახლში სწავლის პროცესი, ხოლო ყველა მოსწავლეს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება, რათა შემოწმდეს, რომ ის სკოლაში დადის.

 

ამ წესის დარღვევისთვის მშობლებს დიდი ჯარიმა, ან 6 თვით პატიმრობა ემუქრებათ.

 

აიკრძალება ადამიანის პერსონალური მონაცემების გავრცელება, რის გამოც ამ პირს შეიძლება ზიანი მიადგეს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სეკულარული რესპუბლიკის პრინციპების დაცვის აუცილებლობის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც 16 ოქტომბერს 18 წლის ჩეჩენმა ემიგრანტმა თავისი მასწავლებელი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. 2 კვირის შემდეგ კი ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული პირი ქუჩაში გამვლელებს თავს დაესხა და სამი ადამიანი მოკლა. იმავე დღეს ქალაქ ავინიონში პოლიციამ კაცი მოკლა, რომელიც გამვლელებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა.

 

ამის შემდეგ საფრანგეთში ტერორიზმის მაქსიმალური საფრთხე გამოცხადდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner