logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: მეცოდებიან ადამიანები გაღიაღებული კარებითა და დარაბებით
- +

20 ნოემბერი. 2020. 15:06

 

 

ფეხქვეშ მიწა გამოცლილი ადამიანები.

 

უბედურებაში შესახლებულები საკუთარ მარტოობაში კარებ და დარაბებ მოხურულები.

 

სუნთქვაშეკრულები სულგანაბულები და სულ განაბულები.

 

შეშინებულები.

 

დაბნეულები.

 

გაორომტრიალებულები.

 

დაუვარცხნელები.

 

ათას გზაში უგზოოდ დარჩენილები.

 

სულმოკლულები და სულ მოკლულები.

 

სულმარტოები და სულ მარტოები.

 

მიყვარან, მიყვარან მე ეს ადამიანები...

 

არ მეცოდებიან, მიყვარან.

 

კი, მე ადამიანები მეცოდებიან კიდეც, მაგრამ სხვანაირები.

 

სულ სხვანაირები - ცარიელები, ყველაფრის მთქმელები, ყველა გზაზე რომ შემოგხვდებიან ის ადამიანები, სულბედნიერები და სულ ბედნიერები...

 

მეცოდებიან ადამიანები გაღიაღებული კარებითა და დარაბებით, მაგრამ მიყვარან, უსაზღვროდ მიყვარან ფეხქვეშ მიწა გამოცლილი ადამიანები - ფრთების ამარა დარჩენილები....

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner