logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „ქართულ ოცნებაში“ საბჭოთა მენტალიტეტი არ შემიმჩნევია...
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

16 თებერვალი. 2016. 16:12


 

„ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში" საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანები არიან და პარტიის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლიან. მისივე თქმით, „ქართული ოცნება" თვითკმაყოფილების მორევშია და გამოწვევებს ვერ უმკლავდება. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეპორტიორთან" საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში" საბჭოთა მენტალიტეტი არ იგრძნობა.

 

„ქართულ ოცნებაში" საბჭოთა მენტალიტეტი არ შემიმჩნევია, არაორგანიზებული არიან, გარკვეული ეიფორიაც არსებობს და სისტემურ მუშაობას თავი ვერ მოაბეს, მაგრამ არავითარი საბჭოთა მენტალიტეტი არ შემიმჩნევია. ჯერ ერთი, რა არის საბჭოთა მენტალიტეტი? - თუ ბიუროკრატია იგულისხმება,  ბიუროკრატია ნებისმიერ ორგანიზაციაში და ნებისმიერ სისტემაში არსებობს. რას გულისხმობს ამ შემთხვევაში არმაზ ახვლედიანი საბჭოთა მენტალიტეტში, მართალი გითხრათ, - არ ვიცი. თუ იმას გულისხმობს, რომ იქ არიან კომუნისტური წარსულის მქონე ადამიანები, მაშინ თვითონ ახვლედიანი ადრე რა პოლიტიკური ძალაშიც იყო („მოქალაქეთა კავშირს" ვგულისხმობ), ეს უნდა ახსოვდეს. ასეთი ადამიანი იქაც უამრავი იყო. ნამდვილად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ყოველ შემთხვევაში მე არ შემიმჩნევია" , - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner