logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: დიახ! ეს რუსეთს არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს!
- +

2 მარტი. 2016. 23:06


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მანანა კობახიძის განცხადებით ქვეყნის საგარეო კურსი რა თქმა უნდა დასავლეთისკენ სწრაფვაა. ამ თემაზე გარკვეული სუბიექტების მიერ გაკეთებული განცხადებები კი საფუძველს არის მოკლებული, რადგან ხელისუფლებამ უკვე საქმით დაამტკიცა, რომ საქართველო ევროპისკენ მიილტვის.



„ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ გაცხადებული პროდასავლური, ევროატლანტიკური კურსი, რომლის გამოც, საზოგადოებამ მხარი დაგვიჭირა. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და შეიძლება ერთი კონკრეტული დეპუტატის განცხადებების გამო ეს ყველაფერი ეჭვქვეშ დადგეს?! რატომ დასავლეთი?! იმიტომ, რომ დასავლეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დეოკუპაციას, სუვერენიტეტს და დემოკრატიულ განვითარებას მხარს უჭერს და გვეხმარება. დიახ, ეს რუსეთს არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები და ამოცანები გვაქვს." - განაცხადა მანანა კობახიძემ გადაცემაში 2030.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner