logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
- +

20 ნოემბერი. 2020. 15:47

 

20 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე -  ჯამში, 45 მ3 ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32-ე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და აღნიშნული საქონელი ჩამოერთვათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner