საპატრიარქო წმინდა სინოდის წევრის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს საპატრიარქო დიდი მწუხარებით იუწყება, რომ დღეს, 20 ნოემბერს, ღირსი ლაზარე გალისიელის ხსენების დღეს, ღვთივგანისვენა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ეპისკოპოსმა ლაზარემ (სამადბეგიშვილი).
იგი გარდაიცვალა COVID-19-ით, რომელიც მძიმე ავადმყოფობებს დაერთო.
მეუფე ლაზარე დასვენებული იქნება მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
კვირას, 22 ნოემბერს, 10:00 საათზე, დაიწყება წირვა, შემდეგ მოხდება წესის აგება, 15:00 საათზე კი იგი დაიკრძალება წმინდა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძრის (მახათას მთა) მიმდებარედ.
ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა.