კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში წყალმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დაგეგმილია საქლორატორო და საყარაულო ჯიხურის მშენებლობა. მოეწყობა წყლის გამანაწილებელი ქსელი, წყალსადაწნეო კოშკი და სანიტარული დაცვის ღობე. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 268 700 ლარია.
„სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა ათეული წლებია აწუხებს. მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სასმელ წყალს ამ ეტაპზე დროებით, ხუთი საუბნო ონკანის საშუალებით აწვდის. პროექტი 2021 წლის მარტში დასრულდება და მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.