საცხოვრებელი კორპუსიდან, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
წერეთლის გამზირზე, მეტროსადგურ „წერეთელთან“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხნენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.