logo_geo
eng_logo
ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი
- +

20 ნოემბერი. 2020. 18:09

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

 

„არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ფაქტზე ყაჩაღობით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებით“, - განაცხადა სირაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner