logo_geo
eng_logo
პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში ფესტივალი „ჰით-ბათუმი გრძელდება“
- +

1 ივლისი. 2016. 19:40


პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში ფესტივალი „ჰით-ბათუმი გრძელდება".

2 ივლისს, ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიდგმება 10 ქუჩის პიანინო, რომელსაც თანამედროვე მხატვრები მოხატავენ. 


ზღვისპირა ქალაქის ცენტრში, ძველ ბულვარში ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს, დღის ნებისმიერ დროს ექნებათ შესაძლებლობა  დაუკრან, მოუსმინონ, ისიამოვნონ, გამოამჟღავნონ საკუთარი ნიჭი, გადაიღონ სამახსოვრო ფოტო ან ვიდეო, ატვირთონ სოციალურ ქსელში და გახდნენ პოპულარული.


პროექტი „ქუჩის პიანინო" პირველად 2015 წელს, ფესტივალის „ჰიტ-ბათუმის" ფარგლებში ჩატარდა.


„ჰით ბათუმი 2016" საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში იმართება და 6 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, 90-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებასა ფესტივალს აერთიანებს.


პროეტი „Check in Georgia" მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში იმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.


პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, გაიზრდება მისი როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა და საერთაშორისო იმიჯი.  საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner