„წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სავარაუდოდ 1 შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი“, – ამის შესახებ განცხადება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ გააკეთა. მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება იარაღის უკანონო ტარებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ამ წუთებში ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
„პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა პირის ვინაობა, რომელიც ამ წუთებში „ემბისის” წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალშია შეჭრილი. ჩვენი ინფორმაციით, ის არის ლევან ზურაბაშვილი, რომელიც, როგორც „ფეისბუქზე“ მითითებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბორჯომიდან არის.