logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გულდასაწყვეტია, რომ კონკრეტული პარტიები „ნაცმოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს მძევლად მოექცნენ
- +

20 ნოემბერი. 2020. 21:36

 

 

„გულდასაწყვეტია, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები „ნაციონალური მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს მძევლად მოექცნენ. თუმცა იქაც არსებობენ საღად მოაზროვნე ადამიანები, მათ აქვთ კონკრეტული ხედვები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ისინი მაინც საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ამის შესახებ“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  განაცხადა.

 

„ჩვენ ვნახეთ თავდასხმა საერთაშორისო პარტნიორებზე, თუმცა, საბედნიეროდ, ამას არ აკეთებს ოპოზიციის დიდი ნაწილი. სააკაშვილი და მისი კლასტერი პირდაპირ აბულინგებენ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც ძალიან ცუდია ქვეყნის იმიჯისთვის, თუმცა მეორე მხრივ ყველა ძალიან კარგად ხედავს, რას წარმოადგენს სააკაშვილი, რომელიც ქართული პოლიტიკისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. ის დღევანდელ პოლიტიკაში უკვე წარსულია, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები „ნაციონალური მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს მძევლად მოექცნენ. თუმცა იქაც არსებობენ საღად მოაზროვნე ადამიანები, მათ აქვთ კონკრეტული ხედვები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ისინი მაინც საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner