logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, რომ გადადგამენ იმ ნაბიჯს, რაც ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია
- +

20 ნოემბერი. 2020. 22:27

 

 

„მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, რომ გადადგამენ იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, უბრალოდ პატივი უნდა სცენ იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ პოლიტიკურ პარტიებს. 2020 წლის არჩევნებზე მივიღეთ მრავალპარტიული პარლამენტი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს, ვინ კონკრეტულადაა ჩართული ამ მოლაპარაკებებში. თუმცა როგორც პოლიტიკოსი, ვისურვებდი რომ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ფიგურებს, გარე პირების გარეშე შეეძლოთ მოლაპარაკებები. ალბათ, ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ ყველაფერს მივაღწიოთ“, - განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner