logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: გვარამია თავის ბელადს კვლავაც ერთგულად ემონება და ფაქტია, რომ ბინძურ დავალებებსაც ძველებურად ასრულებს
- +

20 ნოემბერი. 2020. 23:58

 

 

„გვარამია როგორც მსახური, ლაქია და ხელქვეითი თავის ბელადს კვლავაც ერთგულად ემონება და ფაქტია, რომ ბინძურ დავალებებსაც ძველებურად ასრულებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„სტრუქტურულად ნაცმოძრაობა ასეა აწყობილი – სათავეში დგას მთავარსარდალი და ბელადი სააკაშვილი, მერე მოდის რევოლუციურ-ნაცისტური შტაბის მეთაური ნიკა გვარამია და ბოლოს – სარდლები: ნიკანორ მელია, ხატია დეკანოიძე, დავით კირკიტაძე, გრიგოლ ვაშაძე და ა.შ. მაგალითად, ხატია დეკანოიძე არამარტო „ნაცმოძრაობის“, არამედ იმ წვრილ-წვრილი პარტიების სარდალია, რომლებმაც დაკარგეს თავმოყვარეობაც, ელექტორატიც და თავიდან ბოლომდე ნაცმოძრაობას ჩამოეკიდნენ. ხატია დეკანოიძე ამ წვრილ-წვრილი პარტიების ლიდერებს პირადად კარნახობს, სად უნდა დადგნენ პრესკონფერენციის გამართვის დროს, ვინ ვის შემდეგ უნდა გამოვიდეს და რა უნდა თქვას...“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner