logo_geo
eng_logo
ადვოკატი: ის ყუმბარა იყო სანთებელა, ყუმბარის ფორმის სანთებელა
- +

21 ნოემბერი. 2020. 02:10

 

ადვოკატმა  გიორგი ჭოჭუამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ლევან ზურაბაშვილი მოინახულა, რომელიც დღეს თავს დაესხა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. როგორც ადვოკატმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განაცხადა, ზურაბაშვილს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა. მისივე თქმით, დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ და ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

 

„ჯერჯერობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. სხვა არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. მას არ სურს საუბარი, ხვალ შევხვდებით ალბათ და დეტალურად გავისაუბრებთ. საქმის მასალები იქნება ხვალ.

 

როგორც ვიცი, ყველა მძევალი კარგად არის, არავისზე ზეწოლა არ მოუხდენია. მოთხოვნებზე მითხრა, რომ მისი მოთხოვნები იყო, დაეწიათ საბანკო პროცენტები, გაუქმებულიყო აზარტული თამაშები და იყო მესამე მოთხოვნაც. მე და ირმა ჭკადუა ვართ მისი ადვოკატები.

 

ის ყუმბარა იყო სანთებელა, ყუმბარის ფორმის სანთებელა, რომელიც შეიძინა. ეს სანთებელა რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ სანთებელა“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner