logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი თანამებრძოლებისთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის
- +

21 ნოემბერი. 2020. 02:23

 

 

„მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს განხორციელდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ჩვენს სამეზობლოში ხდებოდა. ამას ემატებოდა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და მეორე ტურის სამზადისი. ვიზიტმა დაადასტურა, რომ საქართველო არის ამ რეგიონში აშშ-ის უპირველესი პარტნიორი და მყარი დასაყრდენი. ამერიკელმა პარტნიორებმა კარგად გათვალეს ამ ვიზიტის დრო და ვითარება. მათ კარგად იცოდნენ, რომ მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი იქნებოდა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

 

„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის. მთიან ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად შეცვალა პოლიტიკური რეალიები რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ფაქტორი გაიზარდა და ამ დროს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. ოპოზიციას რატომღაც ეგონა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დატუქსავდა საქართველოს ხელისუფლებას. ასეთი რაღაცები მსოფლიოში აღარ ხდება, მით უმეტეს რომ საქართველო არაა ახლა ისეთ მდგომარეობაში, რომ მას ვინმემ, რბილად რომ ვთქვათ, ყური აუწიოს.

 

 

 კარგად მახსოვს ივანოვის ჩამოსვლა „ვარდების რევოლუციის“ წინ, როდესაც მან, ფაქტობრივად, შეათრია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, გადაწყვიტა საქართველოს იმჟამინდელი პოლიტიკური ბედი და როგორ შეეგებნენ მას რუსთაველის გამზირზე გაბადრული სახეებით მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ამჟამად საქართველოს უმთავრესი პარნტიორები არიან აშშ და ევროკავშირი, და არა რუსეთის ფედერაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი თანამებრძოლებისთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. „ვარდების რევოლუციის“ პირველივე დღეებიდან ისინი დღემდე საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებენ და ცდილობენ, რუსული ჩექმის ქვეშ მოაქციონ დანარჩენი საქართველო“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner