logo_geo
eng_logo
„მშვიდობის გზავნილები“ - სოფელ ერგნეთში, გამყოფ ხაზთან მოეწყობა ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა
- +

1 ივლისი. 2016. 19:49


2 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ერგნეთში, გამყოფ ხაზთან მოეწყობა ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა; ასევე წარმოდგენილი იქნება საოჯახო ალბომებში დაცული ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველი ფოტომასალა; გაიმართება კონცერტი, რომელზეც ქართული და ოსური სიმღერები შესრულდება. ღონისძიება ხორციელდება ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკის" მიერ.


ღონისძიებას დაესწრებიან გორის, ლაგოდეხის და ახმეტის რაიონის სოფლების მაცხოვრებლები, სამთავრობო და არასამთავრობო   ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუმრები დედაქალაქიდან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner