logo_geo
eng_logo
აკაკი ბობოხიძე: რუსეთის მხარდაჭერას გიგი წერეთლის მიმართ მხოლოდ მივესალმები!
- +

1 ივლისი. 2016. 19:52


რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს - მიესალმებით თუ არა რუსული მხარის ლობისტობას გიგი წერეთლის მიმართ? - ამ კითხვით მიმართა „რეპორტიორმა" „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს აკაკი ბობოხიძეს. ბობოხიძემ კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ დაელოდება შედეგებს.


„დაველოდოთ კენჭისყრის შედეგებს და შემდეგ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. მიმაჩნია, რომ ეს თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის. სიმართლე გითხრათ, არ ველოდები რუსეთისაგან მსგავს ნაბიჯს, მაგრამ თუ მსგავს ნაბიჯს გადადგამს რუსეთის დელეგაცია და თუ ქართველი დაინიშნება ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე და საქართველო შეძლებს ამ შანსის მაქსიმალურად გამოყენებას, მე მხოლოდ მივესალმები. დაველოდოთ და ვნახოთ საბოლოო შედეგები - რუსული მუშაობის შედეგი სად უფრო გამოჩნდება, გიგი წერეთლის საწინააღმდეგოდ თუ გიგი წერეთლის მხარდასაჭერად", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner