logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: ეს ინფორმაცია ყველასათვის საინტერესო უნდა იყოს
- +

21 ნოემბერი. 2020. 11:00

 

 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს ლევან თაქთაქიშვილი, 1917-1924 წლებში გამოცემულ ლიტერატურულ ნაშრომებს აქვეყნებს :

 

 

„ეს ინფორმაცია ყველასათვის საინტერესო უნდა იყოს: საქართველოში დაბეჭდილი ლიტერატურის ის ნაწილი, რომელიც 1917-1924 წლებშია გამოცემული, შესაძლებელია საერთოდ უცნობი იყოს საზოგადოებისათვის. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთის იმპერიის სავალდებულო ეგზემპლარის კანონი აღარ მოქმედებს, დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ აკონტროლებდა სავალდებულო ცალის ბიბლიოთეკებისათვის გადაცემას, 1921-23 წლებში კი საბჭოთა კავშირის სავალდებულო ცალის აღრიცხვა საბჭოთა საქართველოში არ მოქმედებდა. ასე რომ არის გამოცემები, რომლებიც არსად არაა აღრიცხული. ასეთივე მდგომარეობაა 1991-1998 წლებშიც. აი ერთი გამოცემა, რომელიც არსად არაა აღრიცხული. დღეს შევიძინე. ყველას ვთხოვ, ვინმე თუ აპირებს გამოცემათა გასხვისებას, მოგვმართონ ეროვნულ ბიბლიოთეკას 599548291. ჩემი მობილური ნომერი სულ მზადყოფნაშია. ღამის 3 საათამდე“ - წერს თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner