logo_geo
eng_logo
უისკონსინის შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლის დროს რვა ადამიანი დაიჭრა
- +

21 ნოემბერი. 2020. 11:13

 

 

უისკონსინის შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლის დროს რვა ადამიანი დაიჭრა.

 

როგორც პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტი ქალაქ უოვატოსში მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი მოზარდია.

 

თავდამსხმელი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის. პოლიცია სამძებრო ოპერაციას ატარებს.

 

სავაჭრო ობიექტი დახურულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner