logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: ჩემთვის გიგი წერეთლის კანდიდატურა მიუღებელია!
- +

ავტორი ანა ფერაძე

1 ივლისი. 2016. 19:57


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად გიგი წერეთლის წარდგენას არ მიესალმება. როგორც ჟვანიამ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, მისთვის წერეთლის კანდიდატურა მიუღებელია, რადგან იგი წარმოადგენს პარტიას, რომელმაც, ჟვანიას თქმით, ბევრი დანაშაული ჩაიდინა.

 

„გიგი წერეთელი წარმოადგენს პარტიას, რომელმაც ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა საქართველოში და დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას. ჩემთვის ეს კანდიდატურა მიუღებელია.

 

ჩემი პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა" ეწეოდა", - აცხადებს გოგლა ჟვანია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner