„ქართული ოცნების" აქტივში კვირიკაშვილის შემოყვანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რამაც გუნდს დადებითი შედეგები მოუტანა."- ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას გადაცემაში 2030.
რამაზ საყვარელძის თქმით, კოალიციაში საკადრო ცვლილებების საჭიროება ნამდვილად დგას.
„როგორც ჩანს, გუნდში ეს იგრძნეს და პრემიერის შეცვლაც ამან განაპირობა. ახალი ქმედითი ფიგურების მოძებნა, ალბათ, გაგრძელდება." - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.