logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში და ეს სწორი ნაბიჯი იქნება
- +

1 ივლისი. 2016. 20:05


კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის პერიოდსა და დღევანდელ სიტუაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ხელისუფლებაში სისუსტეები შეინიშნება. აღნიშნულზე მოლაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პირადი სურვილია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს.



„მე პირადად ერთ-ერთი მხარდამჭერი ვარ ბიძინა ივანიშვილის. ალბათ, ბოლომდე ასე ვიქნები, რადგან ის, რაც ამ კაცმა გააკეთა საქართველოსთვის, ძალიან ძნელი გასაკეთებელი იყო. საერთოდ დაუნახაობა, უმადურობა ერთ-ერთი სერიოზული უკეთურებაა. მე ვფიქრობ, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი იყო პოლიტიკაში, ხელისუფლებაში არ იგრძნობოდა ასეთი მოფამფალებული სიტუაცია და ნაციონალების ასეთი პარპაშიც არ ჩანდა. რადგან თვითონ კოალიციაში შემავალი ვითომ მომხრე პარტიებიც ერთგვარად მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ. ივანიშვილის წასვლის შემდეგ, თითქოს ხელისუფლებაში რაღაც სისუსტეა და ძირითადი მამოძრავებელი ძალის ნაკლებობა იგრძნობა, ასევე კოალიციაშიც ისეთი სიტუაციაა, რომ ერთიანობის სეგმენტიც დაკარგულია. ამ ყველაფერს ავსებდა თავისი პიროვნული თვისებებით ივანიშვილი. ჩემი პირადი სურვილია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს. ჩემი აზრით, მისი წასვლა დროებითი ნაბიჯია და თავის დროზე ბიძინა აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში. ეს იქნება მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი", - განაცხადა მოლაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner