ავტორი მარიამ პაიჭაძე
რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა რუსმა დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დაწყებამდე განუცხადა.
მიესალმებით თუ არა რუსული მხარის მხარდაჭერას გიგი წერეთლის კანდიდატურის მიმართ? - ამ კითხვაზე სატელეფონო კომენტარის ჩასაწერად „რეპორტიორის" ჟურნალისტებმა „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და ახლანდელ წევრებს მიმართეს. უმრავლესობამ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მათ შორის: გიორგი ბარამიძემ, დავით ბაქრაძემ, დავით ბეჟუაშვილმა, გიორგი გაბაშვილმა, ხათუნა გოგორიშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგი კანდელაკმა, პავლე კუბლაშვილმა, მიხეილ მაჭავარიანმა, კობა სუბელიანმა, ზურაბ ჯაფარიძემ...