logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ფეხბურთში ვერ მოიგებ თუ მინდორზე არ ითამაშე, ამიტომ პარტიები პოლიტიკურ არენაზე უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და გამოიწრთონ
- +

21 ნოემბერი. 2020. 18:04

 

 

„პოლიტიკას უნდა პოლიტიკური სარბიელი, ფეხბურთში ვერ მოიგებ თუ არ ითამაშე მინდორზე, ამიტომ პოლიტიკურ არენაზე უნდა შეხვდნენ პარტიები ერთმანეთს, უნდა გამოიწრთონ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„კიდევ უფრო ერთპარტიული პარლამენტი გვინახავს, მაგრამ ქუჩაში დარჩენილმა პარტიებმა პოლიტიკურ პროცესებზე არსებითი გავლენა ვერ მოახდინეს, მოგვიანებით თითოეული ამ პარტიის წარმომადგენლებმა უარყოფითად შეაფასეს მაშინდელი მანდატების დაჭრა. პოლიტიკას უნდა პოლიტიკური სარბიელი, ფეხბურთში ვერ მოიგებ თუ არ ითამაშე მინდორზე, ამიტომ პოლიტიკურ არენაზე უნდა შეხვდნენ პარტიები ერთმანეთს, უნდა გამოიწრთონ.

 

ყველაზე მეტად პატარა პარტიების ბედი მენანება, რადგან არის შანსი იმისა, რომ პარტია პარტიებიდან ახალი პოლიტიკური სპექტრი წარმოიქმნას, გაძლიერდეს. თუ ქუჩაში დარჩებიან იმათგანაც არაფერი გამოვა. ამიტომ ქუჩაში დარჩენა და ამ ფორმით ბოიკოტის გაგრძელება ფაქტობრივად ჩაკვლაა ამ პროცესისა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

მისი თქმით, ის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსესუს ხედავს.

 

„კონსენსუსის რესურს ვხედავ, მაგრამ ამას კონსენსუსი დარქმევა თუ არა არ ვიცი. თავის დროზე ხელისუფლებამ გვიჩვენა, ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალების საკითხი რომ დადგა. საკითხი დადგა ძირითადად უცხოელი პარტნიორების დაჟინებული მოთხოვნით და ქართველმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლება ის მხრიდან, ხაზი გაუსვეს, რომ ისინი არ ეთანხმებიან ამ ადამიანების გათავისუფლებას, მაგრამ უცხოელი პარტნიორების ანგარიშის გაწევის გამო დგამენ ამ ნაბიჯს.

 

ოპოზიციას შეუძლია იგივე ფორმულა გაიმეოროს, რომ არ მიაჩნიათ არჩევნები სამართლიანად, იბრძოლებენ ბოლომდე ამ უსამართლობის გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის, ოღონდ უცხოელი პარტნიორების ანგარიშის გაწევის გამო უნდა შევიდნენ პარლამენტში და დაიწყონ საპარლამენტო ცხოვრება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner