logo_geo
eng_logo
„ნაციონალები“ გეგმავენ დესტაბილიზაციის კერების შექმნას, უკრაინიდან დაბრუნებული შეიარაღებული ადამიანების გამოყენებას“
- +

1 ივლისი. 2016. 20:33


კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ოპერატიულ კავშირზე არიან „ნაციონალური მოძრაობის" უსაფრთხოების სამსახურთან. მოლაშვილის თქმით, აღნიშნული პირები, „ხელის აქნევას ელოდებიან, რომ მტრის ნავში გადასკუპდნენ და ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ქმედებები განახორციელონ". ამის შესახებ მოლაშვილი „პრაიმტაიმს" ესაუბრა.

 

„დღეს უამრავ მოქალაქეს აწუხებს სააკაშვილის დროინდელი ჯალათების ხელახალი აღზევება მართლმსაჯულებისა და ძალოვან სისტემაში. ეს არის სამართლიანი უკმაყოფილება. ჩვენ ხელისუფლება იმისთვის არ აგვირჩევია, რომ სააკაშვცილის ჯალათების საქმეები იქნას „გაპრავებული". ვიცი, რომ თვითონ პრემიერ-მინისტრი მთელი სულით და გულით მონდომებულია, რომ ნაცისტები თანამდებობებს მოშორდნენ, რათა მან სრულფასოვნად განახორციელოს საკუთარი გეგმები, ამიტომ მე მშვენივრად მესმის, რომ ძალიან ძნელია სრულფასოვანი სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელება.

 

 

ღარიბაშვილის გარემოცვაში სხვადასხვა მხრიდან, ძალოვან უწყებებში თავმოყრილნი არიან ისეთი ადამიანები, ვინც პირდაპირ ოპერატიულ კავშირზეა „ნაციონალური მოძრაობის" უსაფრთხოების სამსახურთან. ხელის აქნევას ელოდებიან, რომ მტრის ნავში გადასკუპდნენ და ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო ქმედებები განახორციელონ.

 

 

ეს არის მათი გეგმის ერთ-ერთი მცირე ნაწილი. ამისთვის მათ აქვთ შესაბამისი ტექნიკა. ისინი გეგმავენ დესტაბილიზაციის კერების შექმნას, უკრაინიდან დაბრუნებული შეიარაღებული ადამიანების გამოყენებას. მათ მონაწილეობას მიაღებინებენ მიკრო სამოქალაქო დაპირისპირებებში, რასაც დაერქმევა უბნის გარჩევები და მიეცემა ე.წ. საძმოების დაპირისპირების კვალიფიკაცია", - განაცხადა მოლაშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner