logo_geo
eng_logo
ოკუპანტების მიერ სოფელ ზარდიანთკართან კაცის დაკავებაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
- +

21 ნოემბერი. 2020. 20:44

 

 

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი ოკუპანტებმა გუშინ აიყვანეს, 63 წლის მირიან თაზიაშვილი უკვე ცხინვალშია გადაყვანილი.

 

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ის სავარაუდოდ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. უცნობია, სად მოხდა მისი დაკავება, თუმცა სოფელი ორადაა გაყოფილი და ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება.

 

ომის შემდეგ გახიზნულმა მოსახლეობამ ზარდიანთკარში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც სოფელში პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. სწორედ აქ დააკავეს გენადი ბესტაევი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 2-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯა.

 

უკანონო დაკავების ფაქტზე უკვე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

 

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

 

იმ შემთხვევაში, თუ თაზიაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში არ მოხდა, ქართული მხარე მის გათავისუფლებას ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მოითხოვს, რომელიც სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში ჩატარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner