logo_geo
eng_logo
ჯანმო მშობლებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს
- +

21 ნოემბერი. 2020. 20:47

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, COVID-19-ის პანდემია გავლენას ახდენს, როგორც ზრდასრულების, ასევე ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკაზე.

 

ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის პერიოდში სტრესს ბავშვებიც განიცდიან, მის დაძლევაში კი მათ მშობლები უნდა დაეხმარონ.

 

ჯანმო მშობლებს მოუწოდებს, ყოველდღიურად, 10 წუთის განმავლობაში ბავშვები ცეკვით გაართონ. ცეკვა ბავშვებს ენერგიის დახარჯვაში და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.

 

ამასთან, ორგანიზაცია მშობლებს მოუწოდებს ყოველდღიურად, სულ მცირე, 20 წუთის განმავლობაში, ბავშვებს საშუალება მისცენ მათთვის საინტერესო აქტივობა აირჩიონ, რომლითაც ერთად დაკავდებიან.

 

„ეს მათ აგრძნობინებს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner