logo_geo
eng_logo
გიორგი შენგელია: ზუგდიდში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, ირაკლი ჩიქოვანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა
- +

21 ნოემბერი. 2020. 21:03

 

 

„ზუგდიდში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, 107-ვე უბანი გახსნილი იყო ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში. ამ წუთებში მიმდინარეობს უბნების დახურვა, როგორც მოსალოდნელი იყო ირაკლი ჩიქოვანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა“, - ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ განაცხადა.

 

„დღეს, ჩვენი მომხრეების ძალიან დიდმა რაოდენობამ მოგვცა ხმა და მანდატი, იმისთვის რომ გავაგრძელოთ ის ტემპი, რაც არის ჩვენს მუნიციპალიტეტსა და ქვეყანში, განვითარება სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში. ოპოზიციას აქვს პრეტენზიები, რომ მიეღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, სხვანაირად იქნებოდა გადანაწილება, თუმცა მე მინდა ვთქვა და ყველა დავარწმუნო იმაში, რომ ჩვენი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებდა“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია და დესტუქცია აზრს არის მოკლებული.

 

„კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს ამომრჩეველს ამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება არჩევნებზე ამომრჩეველთა ნაკლებ აქტივოას, პირველ რიგში გამომდინარეობს იქიდან, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით იცით, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა და ამან გარკვეულწილად განაპირობა, ის რომ ამომრჩევლებმა თავი შეიკავეს უბნებზე მისვლისგან. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ ოპოზიციის კანდიდატის მხარდამჭერები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი. მოვლენების სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში ჩვენი კანდიდატი მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვებდა“, - განაცხადა შენგელიამ.

 

საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner