კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი „რეპორტიორთან" საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ინტერვიუმ სერიოზულად დააფიქრა.
„სეირიოზულად დამაფიქრა იმ ინტერვიუმ, რომელიც სააკაშვილმა იკადრა. გუშინდელი დღე გავიდა, დღევანდელი იწურება და უმრავლესობიდან კაციშვილი ხმას არ იღებს. რეალური, მკაცრი, შეუვალი და ადეკვატური რეაგირება მე არ დამინახავს. ზოგს ეტყობა, იმის ეშინია, რომ ადრე მასთან თანამშრომლობდა და ახლა სხვანაირად გაპრანჭვის პოზაში ყოფნა ერიდება. ზოგს იმის ეხათრება, რამე არ შეიცვალოს მართლა მომავალში და ასეთ კონიუნქტურას მიჰყოფს ხელს. ის ხალხი, ვინც ბიძინა ივანიშვილის წყალობით დღეს, როგორც მინიმუმ პოლიტიკურ სარბიელზეა გამოჩენილი, ხმას არ იღებს და გატრუნულია. ეტყობა, გაუტკბათ კარგი ცხოვრება და რომ დასჭირდეთ, ალბათ, ამ კაცს ისე გაყიდიან, როგორც არაფერი.
მე არ ვიცი, როგორ ბედავს სააკაშვილი თავისი დაბოღმილი, კოკაინით, კორუფციით და ათასი ილუზიებით გათანგული აზროვნებით, რომ კიდევ ასე ლაპარაკობს. კიდევ ისმის მისგან ჭორვილის პროვინციალიზმზე საუბრები. რა იცის სააკაშვილმა ჭორვილა და მისი მნიშვნელობა?! რა იცის რა დიდი ცივილიზაცია იყო ამ ტერიტორიზე?! ვის ეძახის და რატომ ეძახის სააკაშვილი ასე?! რა უფლებით არის აღჭურვილი, მაშინ, როდესაც მისი ჯიში არ ვიცით. გასაგებია, რომ დედა მეგრელი ჰყავს, მაგრამ მამაც, გაგვაგებინოს, სადაური ჰყავს.
საქართველოში სომხობა სირცხვილი არ არის. თუ სომეხი ხარ და მალავ, ვაი შენს კაცობას, სააკაშვილო. თუ არა ხარ და ასე გყავს მივიწყებული ჯიში და ჯილაგი მამის მხრიდან, მაინც აფერუმ შენს ღირსებებსა და შეხედულებებს. ვის წარსულს, ვის სოფელს მიმოიკითხავ შენ და პროვინციელს ეძახი, შე ქვეყნის პირველო გამყიდველო, რომელმაც შენი ავადმყოფური ლტოლვის გამო ქვეყნის 20 პროცენტი დაკარგე. როდესაც აგვისტოს მცხუნვარე მზეზე დაღუპული ბიჭების გვამები იხრწნებოდა, ამაზე ნახევარი თბილისი რატომ აცეკვე და ამღერე?! ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული?! როგორ შეიძლება, შენ ერი გიყვარდეს, როდესაც 300 000 პრობაციონერი გყავდა? ვერ ჩამოხვალ, მიხეილ სააკაშვილო, და აღარ გავა შენი „კმარა"! საქმე საქმეზე რომ მიდგეს, იარაღს ავიღებთ უკვე ხელში, რომ შენ ფეხი არ დაადგა ქართულ მიწას. ესაა ზუსტად ქართველი მოქალაქეების აზრი", - განაცხადა მოლაშვილმა.