„საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ, მანდატების უმეტესობა მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცა მან ხმა, ამ არჩვენების თავისუფალ, დემოკრატიულ პირობებში ჩატარება მინდა მივულოცო. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, ამომრჩევლებს, რომელთაც, მიუხედავად პანდემიისა და მომატებული ეპიდემიოლოგიური რისკებისა, მონაწილეობა მიიღეს მეორე ტურში და დააფიქსირეს თავიანთი ნება ამ ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების მიმართ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას. დღესაც, ერთ-ერთი მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მაღალმთიან აჭარასა და ხელვაჩაურში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქობულეთს, ბათუმს, ვინაიდან იქ უპრეცედენტო მხარდაჭერა გვქონდა. წინასაარჩევნო კამპანია არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან იყო დაკავშირებული; ეს ეხება როგორც კოვიდს, ასევე, იმას, რომ რიგი პოლიტიკურ ჯგუფების მხრიდან არჩევნების დისკრედიტაციას, თუმცა ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო ღირსეულად“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.